ლეონბერგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონბერგერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 34-50 კგ.
სიმაღლე 65-80 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლეონბერგერი (გერმ. Leonberger) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნეში.

გერმანულ ქალაქ ლეონბერგის მუნიციპალიტეტის უფროსს, ჰენრიხ ესიგს სურდა მიეღო ქალაქის გერბზე გამოსახული ლომის მსგავსი ძაღლი, ამისთვის მან გამოიყენა ლანდსირი, ნიუფაუნდლენდი, სენბერნარი და პირენეული მთის ძაღლი. შედეგად მიიღო ეს საინტერესო ძაღლი. ლეონბერგერი თითქმის მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის წინ აღდგა არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. როდესაც ლეონბერგერი პირველად გამოჩენაზე აჩვენეს, მას წუნი დასდეს, როგორც რამდენიმე ჯიშის შესაძლო ნარევს (რაც სინამდვილეს შეეფერებოდა). ოფიციალურად ჯიში დარეგისტრირდა 1949 წელს.

ლეონბერგერი ძალიან ლამაზი ძაღლია. ძალიან უყვარს წყალი და სიამოვნებით ჭყუმპალაობს ყველაზე ცივ ამინდშიც კი. ისევე, როგორც სხვა აღდგენილ ჯიშებში, ლეონბერგერს შეიძლება აღენიშნებოდეს მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია. ლეონბერგერს აქვს ოდნავ დატალღული, გლუვი, ხშირი ბალანი, ფაფუკი, გრძელი კუდი. ყურების სიგანე მათი სიგრძის ტოლია. ის კარგად უძლებს სიცივეს. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადვილად იწვრთნება. ადვილად ეგუება სხვა ძაღლებს. ცუდი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: