ლენტვარისი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლენტვარისი
ლიტვ. Lentvaris
გერბი
გერბი
ქვეყანა ლიტვა
მაზრა ვილნიუსის მაზრა
რაიონი ტრაკაის რაიონი
კოორდ. 54°38′00″ ჩ. გ. 25°03′00″ ა. გ. / 
პირველი ხსენება XVI ს.
მოსახლეობა 11 705 კაცი

ლენტვარისი მდებარეობა ლიტვა

Red pog.svg

ლენტვარისი (ლიტვ. Lentvaris, პოლ. Landwarowo) - ქალაქი ლიტვაში, ტრაკაის რაიონში, ვილნიუსის მაზრაში. წარმოადგენს სამამასახლისოს ადმინისტრაციულ ცენტრს.

მდებარეობს ვილნიუსიდან სამხრ.-დას.-ით 18 კმ.-ში. გააჩნია - სარკინიგზო კვანძი, ხაზებით - ვილნიუსი, გროდნო, კაუნასი; ხალიჩების ფაბრიკა; სანიტარულ-ტექნიკური საწარმო «კაიტრა» (დაარსებულია 1870 წ.); XIX ს.-ის ბაღებისა და სასახლეების მთელი ანსამბლი.

1990 წელს მოსახლეობა შეადგენდა - 12,8 ათ. ადამიანს. მოგვიანებით კი შეადგინა - 11,8 ათ. (2005 წლის მონაცემებით).

ქალაქის ახლანდელი გერბი, დამტკიცებულია 2001 წელს და მასზე გამოსახულია 3 ნეკერჩხლის ფოთოლი, წითელ ფონზე.

[რედაქტირება] ისტორია

ნაპოლეონ ორდა. ტიშკევიჩების სასახლე
ტიშკევიჩების სასახლე

დასახლებისა და საკუთრების ხსენება იწყება XVI ს.-ის დასასრულიდან. XVII ს.-დან უკვე წერილობით წყაროებში გვხვდება - „ლიტვაროვო“, „ლანდვაროვო“. დასახლება ეკუთვნოდა გრაფ იოზეფ ტიშკევიჩს.

XIX ს.-ის მე-2 ნეხევარში - დასახლებული ნაწილის გაზრდისთვის სტიმულის მიმცემი გახდა - სანქტ-პეტერბურგისა და ვარშავის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის მშენებლობა. 1859 წელს აშენდა რკინიგზის სადგური, რომელსაც 2 გამავალი ხაზი გააჩნდა - გროდნოსა (ვარშავისაკენ) და კოვნოს (86კმ.-ში კიონიგსბერგიდან) მიმართულებით. 1862 წლიდან მატარებლებმა რეგულარულად იწყეს სვლა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე