ლელწამა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლელწამა, მეჩალია, ბეღურასნაირთა რიგის რამდენიმე გვარის (Acrocepbalus, Cettia, Horeites, Locustella, Pharagmaticola) საერთო სახელწოდება. ლელწამას მუცლის მხარე ღია ფერია, ზურგის მხარე — მურა — ერთფეროვანი ან კოპლებიანი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობაა (ამათგან მობუდარია 6, მიმოფრენი — 2). ბინადრობენ ბუჩქნარებში, ლერწმებში, ლელქამშში, მდინარის ნაპირებზე, ტყეში, ადამიანის სამოსახლოში. დებს 4-6 კვერცხს. იკვებება მწერებით, პატარა ლოკოკინებით. სასარგებლო ფრინველებია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები