ლეკური (ცეკვა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეკური, გადაღებულია დაახლოებით მეოცე საუკუნის დასაწყისში

ლეკური — ხალხური ცეკვა. გავრცელებულია კავკასიის ხალხებში: ქართველებში, ჩეჩნებში, ინგუშებში,ხუნძებში, ლეკებში, ასევე ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში. ცეკვას ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მოიხსენიებენ როგორც ლეზგინკა, ხოლო საქართველოში უფრო პოპულარული სახელია მხედრული ან უბრალოდ ქართული. მამაკაცების ცეკვას ჩქარი, ენერგიული მოძრაობები ახასიათებს, ხოლო ქალთა საცეკვაო მოძრაობები გამოირჩევა მოქნილობით და გრაციოზულობით. ლეკური მუსიკისათვის დამახასიათებელია ექვსი მერვედი ზომა, სწრაფი ტემპი და ერთი და იგივე მელოდიის მრავალჯერ გამეორება. ლეკურის ჟანრი მრავალმა კომპოზიტორმა გამოიყენა თავის შემოქმედებაში.