ლევან III დადიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლევან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლევან.
ლევან III
ოდიშის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1661
მმართ. დასასრული: 1680
წინამორბედი: ვამეყ III
მემკვიდრე: ლევან IV
დაბ. თარიღი:
მეუღლე: თამარი,
თინათინ ალექსანდრე მეფის ასული
შვილები: მანუჩარ
დინასტია: დადიანები
მამა: იესე დადიანი

ლევან III დადიანი, იგივე შამადავლეოდიშის მთავარი 1661-1680 წლებში, ქართული ისტორიული წყაროების თანახმად „სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელი“.[1] ლევან II დადიანის ძმის, იესეს ძე. ტახტზე ავიდა ქართლის მეფის ვახტანგ V-ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივისცემად ლევანი დაირქვა. ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის დისწული თამარი. 1663 ლევან III დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფეს ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო. ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი. 1672 ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ჩამოეგდოთ ლევან III დადიანი და მთავრად თავიანთი კაცი დაესვათ. ლევან III დადიანი რუხის ციხეში ჩაიკეტა და ოსმალებმა მისი აღება ვერ მოახერხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. ტ. II. გამოც. დ. კლდიაშვილის და მ. სურგულაძის. თბ., 1993, გვ. 9