ლევან ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლევან.

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) († 1709) — ქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი. ვახტანგ VI-ის მამა და სულხან-საბა ორბელიანის მამიდაშვილი. ძმის, გიორგი XI-ის ირანში გაწვევის დროს, 1675-1677 და 1703, იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი). 1678 ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. 1708 წელს უგზავნის რომის პაპს კლემენს XI-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, ქაიხოსრო და ვახტანგი (ვახტანგ VI) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვათა წმინდანებისადმი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქავთარია მ., ლევანი-ქართლის ჯანიშინი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXV, № 4, 1960;
  • ხანთაძე შ., ქავთარია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 156, თბ., 1983