ლა სტამპა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლა სტამპა (იტალ. - La Stampa) არის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე უფრო გავრცელებული გაზეთი. ეს გაზეთი გამოდის ტურინში და ეკუთვნის ფიატის ჯგუფს (იხ. ანიელის ოჯახი).

გაზეთი 1867 წელს დაარსდა სახელწოდებით „გაზეტა პიემონტეზე“. 1895 წელს ეს გაზეთი ალფრედო ფრასატიმ იყიდა, რომელმაც მას ახალი სახელი „ლა სტამპა“ დაარქვა. სწორედ ალფრედო ფრასატის ხელში მოიპოვა ამ გამოცემამ საყოველთაო პოპულარობა. მუსოლინის რეჟიმის მხარდაჭერით განხორციელებული ჯაკომო მატეოტის მკვლელობის კრიტიკის გამო ალფრედო ფრასატი იძულებული გახდა გამომცემლის პოზიცია დაეთმო და რედაქცია ჯოვანი ანიელის მიჰყიდა.

2006 წელს „ლა სტამპა“ იყო ერთ-ერთი იმ გაზეთთაგანი, რომლებმაც მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]