ლა-ვიქტორია (ვენესუელა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
ლა-ვიქტორია
La Victoria
|
ლა-ვიქტორია (ესპ. La Victoria) — ქალაქი ვენესუელაში, არაგუის შტატში. 1960-იანი წწ. შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად განვითარდა. მდებარეობს ვალენსიის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. ქალაქთან ახლოს გადის ავტომაგისტრალი.
პირველი ენკომიენდები განლაგებული იყო 1592 წელს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლა-ვიქტორია დააარსა 1593 წელს ფრანსისკო დე ლორეტომ. სხვა შეხედულებით, ქალაქის დაარსების თარიღად 1620 წელი მიიჩნევა. სწორედ ეს უკანასკნელი შეხედულება არის ფართოდ გავრცელებული.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Jesús Antonio Aguilera, La población de Venezuela, capitolo relativo a El poblamiento del territorio venezolano, Caracas, Universidad Central de Venezuela Ed., 1975, pag. 13-25
- Marco-Aurelio Vila, Aspectos de la población urbana en Venezuela, Caracas, Universidad Central de Venezuela Ed., 1974