ლაჰილის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაჰილი (მყინვარი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაჰილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლაჰილის მყინვარი
კოორდინატები: 42°55′50″ ჩ. გ. 42°31′34″ ა. გ. / 42.9308306° ჩ. გ. 42.52611° ა. გ. / 42.9308306; 42.52611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის ქედი
ფართობი 5,24 კმ²
სიგრძე 5,5 კმ
ტიპი ხეობური
ლაჰილის მყინვარი — საქართველო
ლაჰილის მყინვარი
ლაჰილის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაჰილის მყინვარი

ლაჰილის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 5,24 კმ². მყინვარის ენა ეშვება 2220 მ-ზე. ლაჰილის მყინვარი შედგება 2 ტოტისაგან, მარჯვენა ტოტი დიდია, მარცხენა — პატარა და ყინულვარდნილს წარმოადგენს. საზრდოობს მწვერვალ ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ასაზრდოობს მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადს — ხუმფრერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]