ლაყუჩფეხიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლაყუჩფეხიანები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Anostraca | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ლაყუჩფეხიანები (Anostraca), უხერხემლო ცხოველების რიგი კიბოსნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 5 მმ - 3 სმ, ზოგჯერ 10 სმ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნახევრადგამჭვირვალე სხეული, რომელსაც ხშირად ნარინჯისფერი ელფერი დაკრავს. ლაყუჩფეხიანები ბინადრობენ გაზაფხულის თოვლისეულ გუბურებში. ცურვის დროს მუცლის მხარე ზემოთ აქვთ ამობრუნებული. ლაყუჩფეხიანების კვერცხები დაფარულია მკვრივი გარსით, რაც იცავს მათ გამოშრობისა და გაყინვისაგან. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ზოგი ლაყუჩფეხიანები პართენოგენეზურად მრავლდება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 147, თბ., 1983
სტატიის