ლატგალელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატგალელების დროშა

ლატგალელები (ლატვ. latgalieši) — ლატვიის ისტორიულ-კულტურული ოლქის ლატგალიის მოსახლეობა. საერთო რაოდენობა 150-დან 400 ათასამდე. ლაპარაკობენ ლატვიური ენის ზემო ლატვიურ დიალექტზე. ლატგალელები ლატგალების შთამომავლები არიან. ტერმინი „ლატგალელები“ ლიტერატურაში იხმარება XX საუკუნის დასაწყისიდან. ლატგალელები ძველთაგანვე განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ სლავებთან, რამაც ასახვა პოვა მათ ყოფასა და კულტურაში. განსაკუთრებული ისტორიული პირობების გამო ლატგალელებმა მატერიალურ და სულიერ კულტურაში შეინარჩუნეს თავისებური ელემენტები. მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიციზმის მიმდევარია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]