ლასარილიო ტორმესელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლასარილიო ტორმესელი (სრული სახელწოდება „ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება, ფათერაკები და ხიფათები“, „La vida de Lazarillo de Tormez y de sus fortunas y adversidades“), ესპანური ანონიმური მოთხრობა ან მცირე რომანი, რომელიც ესპანური რენესანსული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიჩნეული. დაწერის თარიღი და ავტორი დადგენილი არ არის. ჩვენამდე მოაღწია 1554 წლის გამოცემამ. ნაწარმოები ორიგინალური და თავისებურია, უპირისპირდება სარაინდო რომანებს, იხრება სოციალური რომანისაკენ და პიკარესკული ჟანრის არქეტიპია. ნაწარმოებში ცოცხლადაა აღწერილი იმდროინდელი ესპანეთის ყოფა-ცხოვრება და მძაფრი სატირული ჟღერადობა აქვს. 1559 „ლასარილიო ტორმესელი“ ინკვიზიციამ აკრძალა. შემდეგში რამდენიმეჯერ გამოიცა შესწორებული სახით, მრავალი მიმბაძველი და გამგრძელებელი გამოუჩნდა, შეიქმნა ე. წ. ლასარიელები. ითარგმნა მრავალ ენაზე. საქართველოში ნაწარმოებმა ადრევე მიიქცია ყურადღება წიგნი 1899 წელს თარგმნა პეტრე უმიკაშვილმა, ხელახლა გამოიცა 1951, მესამედ — 1972. მის მიხედვით შეიქმნა ქართული სატელევიზიო ფილმი „ლაზარე“ (1970).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]