ლარისა (ნომი)
| ქვეყანა | |
| სტატუსი | ნომი |
| შედის | თესალია |
| ადმინისტრაციული ცენტრი | ლარისა |
| ოფიციალური ენა | ბერძნული ენა |
| მოსახლეობა (2005) | 282,447 კაცი |
| სიმჭიდროვე | 52,5 კაცი/კმ² |
| ფართობი | 5,381 კმ² |
| კოდი ISO 3166-2 | GR-42 |
| სატელეფონო კოდი | 2410, 249x0 |
| საფოსტო ინდექსები | 40x xx, 41x xx |
| ავტომობილის სანომრე ნიშნები |
ΡΙ |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| ლარისა | |
ლარისა (ბერძნ. Λάρισα) — ნომი საბერძნეთში, თესალიას პერიფერიაში.
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლარისა.
- მოსახლეობა — 282,447 ადამიანი.
- ფართობი — 5,381 კმ².
სექციების სია |
მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]
პერიფერიული ერთეული ლარისა იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.
| ლარისა (1) |
| აგია (2) |
| ელასონა (3) |
| კილელერი (4) |
| ტემპი (მუნიციპალიტეტ) (5) |
| ტირნავოსი (6) |
| ფარსალა (7) |
გეოგრაფია[რედაქტირება]
ლარისა არის სიდიდით მეორე ნომი საბერძნეთში, ფართობით ჩამორჩება მხოლოდ ეტოლია და აკარნანიას. იგი მოიცავს თესალიის პერიფერიის დაახლოებით ერთი მესამედს . ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება კოზანის ნომს, ჩრდილო-აღმოსავლეთით პიერიას, აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით მაგნესიას, სამხრეთით ფტიოტიდას, სამხრეთ-დასავლეთით კარდიცას და დასავლეთით ტრიკალას.
ყველაზე მაღალი მთა საბერძნეთში, ოლიმპო (2,917 მ) მდებარეობს ლარისას ნომის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ ნაწილი ტყითაა დაფარული.
კლიმატი[რედაქტირება]
ლარისას ნომში არის ძირითადად ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. ზამთარი მკარია მთის რაიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და ოლიმპოს მთაზე. ყველაზე მაღალი ტემპერატურა მთელი ისტორიის განმავლობაში იყო 45.2 ° C და ყველაზე ცივი -21,6 ° C.