ლარგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ქვერიგი:  ფარფლფეხიანები
ოჯახი:  ნამდვილი სელაპები
სახეობა:  ლარგა
ლათინური სახელი
Phoca vitulina largha
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 17023

ლარგა (Phoca vitulina largha, Phoca largha)[1]ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. ჩვეულებრივი სელაპის წყნარი ოკეანის ფორმა. მისი სხეულის სიგრძე 140-190 სმ, იშვიათად 210 სმ აღწევს, მასა 50-150 კგ. მამალი ოდნავ აღემატება დედალს. ლარგას შეფერილობა მოვერცხლისფროდან მუქ რუხამდე იცვლება, ზურგი პატარა მუქი ხალებითაა მოფენილი. გავრცელებულია აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან — ჩუკორტის ზღვიდან სამხრეთით კორეამდე და კალიფორნიამდე. ლარგას კარგად აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა. იკვებება თევზით (ზოგ ადგილას ზიანს აყენებს მეთევზეობას). სარეწაო ობიექტია — იყენებენ ტყავს, ცხიმს და ხორცს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]