ლამპიონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდებარეობა
ლამპიონე

ლამპიონე (სიც. Lampiuni — ლამპარი) — პატარა, კლდოვანი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც გეოგრაფიულად პელაგის კუნძულებს ხოლო ადმინისტრაციულად აგრიჯენტოს პროვინციას (სიცილიის რეგიონი) მიეკუთვნება. მისი სიგრძე 700 მეტრია, სიგანე 180 მ, მთლიანი ფართობი კი 1,2 კმ². უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 36 მეტრზე მდებარეობს.

კუნძული დაუსახლებელია და ერთადერთ ნაგებობას შუქურა წარმოადგენს. ლეგენდის თანახმად, ლამპიონე კლდე იყო, რომელიც ციკლოპებს გაუვარდათ ხელიდან.

ლამპიონე პელაგის კუნძულების საზღვაო ნაკრძალის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მკაცრადაა დაცული მცენარეულობა და ველური ბუნება. ენდემურ ცხოველებს შორისაა Podarcis filfolensis, რომელიც მალტური კედლის ხვლიკის ქვესახეობაა. წყლებში ბინადრობენ ზვიგენები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]