ლამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამი წყალსატევის სანაპიროსთან

ლამი — წყლის აუზის ფსკერის წვრილმარცვლოვანი, რბილი ნალექი, რომელსაც არ განუცდია დიაგენეზისი. შეიცავს 30-იდან 50 %-მდე 0,01 მმ-ის ზომის ნაწილაკებს. ლამი, ჩვეულებრივ, წყალთან ერთად მოძრაობს, გაშრობის შემდეგ მყარდება. შედგება ქანის წვრილმარცვლოვანი ნამსხვრევი პროდუქტებისა (ტერიგენული ლამი, თიხიანი ლამი, კირიანი ლამი) და მიკროსკოპული ნიჟარებისა და ზღვის ორგანიზმების ჩონჩხთა ნარჩენებისაგან (გლობიგერინებიანი ლამი, დიატომეებიანი ლამი, რადიოლარებიანი ლამი და სხვა). გამოყოფენ აგრეთვე ვულკანური ფერფლით (ვულკანური ლამი), ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებულ ლამს (საპროპელი). ზოგიერთი ლამი გამოიყენება მეცხოველეობაში და მედიცინაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლამი&oldid=2565548“-დან