Lamborghini

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლამბორჯინი)
Automobili Lamborghini S.p.A
ტიპი საზოგადო
დარგი ავტოწარმოება
დაფუძნდა 1963
სათავო ოფისი იტალიის დროშა სანტ'აგატა-ბოლონეზე, იტალია
პროდუქცია Sport cars, SUVs
მფლობელი „აუდი“
თანამშრომელი 1 146 ადამიანი (2015)

ლამბორგინი (იტალ. Automobili Lamborghini S.p.A.) — ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური ფირმა. მდებარეობს დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში, რომელიც ქალაქ ბოლონიას ეკუთვნის. დაბამ სახელწოდება მიიღო წმინდა აგატა სიცილიელის მიხედვით.

კომპანია 1963 წელს დააარსა ფერუჩო ლამბორგინიმ საკუთარი სატრაქტორო ფაბრიკის – Lamborghini Trattori S.p.A შვილობილი კომპანიის სახით. ლამბორგინი საკუთარ კომპანიას 9 წელი ფლობდა.

ამჟამად კომპანია „ლამბორგინი“ ეკუთვნის „აუდის“, რომელიც, თავის მხრივ, კონცერნ „ფოლკსვაგენის“ შვილობილი კომპანიაა. აღმასრულებელი დირექტირია სტეფანო დომენიკალი[1], რომელიც 2008-2014 წლებში „ფერარის“ გუნდის კაპიტანი იყო ფორმულა ერთში[2].

2001 წელს კომპანიის შტაბბინასთან გაიხსნა ლამბორგინის ორსართულიანი მუზეუმი (Museo Lamborghini)[3], სადაც წარმოდგენილია როგორც უახლესი, ისე ლამბორგინის ვინტაჟური მოდელები. მუზეუმი მდებარეობა ვია-მოდენას 12 ნომერში, დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stefano Domenicali profile http://en.espn.co.uk/ferrari/motorsport/driver/2941.html
  2. Stefano Domenicali quits as boss of F1 team http://www.bbc.com/sport/formula1/27023145
  3. Museo Lamborghini https://www.lamborghini.com/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lamborghini&oldid=4395208“-დან