ლალა შევკეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლალა შევკეთი
აზერბაიჯანის სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ივლისი 1993 – იანვარი 1994
წინამორბედი ალი ქერიმლი
მემკვიდრე პოსტი გაუქმდა

დაბადებული 7 ნოემბერი 1951
ბაქო აზერბაიჯანი
შვილები სიდგი

ლალა შევკეთი (აზერ. Lalə Şövkət, დ. 7 ნოემბერი 1951, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიისა და მოძრაობა "ეროვნული ერთიანობის" ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლალა შევკეთი დაიბადა 1951 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ბაქოში. მამა - შევკეთ ბეკ ჰაჯიევი პროფესიით ფილოლოგი და ისტორიკოსი დაიბადა 1912 წელს კუბაში. 1940 წელს აქვე დააარსა აზერბაიჯანის სახალხო თავისუფლების პარტია, 1948 წლიდან პარტია გადავიდა იატაკქვეშა მოღვაწეობაზე. პარტიის მესვეურთა მიზანი იყო აზერბაიჯანის გათავისუფლება კომუნისტური რეჟიმისაგან. გარდაიცვალა 1983 წლის 2 მარტს. დედა - სიდიგა უსეინოვა დაიბადა ბაქოში 1920 წელს. 1950 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტი, მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. დაიღუპა 1988 წლის 8 მარტს.

ლალა შევკეთმა დაამთავრა ბაქოს 189-ე სკოლა.

  • 1968 წელი - ჩაირიცხა ბაქოს სამედიცინო ინსტიტუტში.
  • 1976 წელი - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქირურგიაში.
  • 1988 წელი - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა სსრკ-ში ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი.

ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ჰყავს ერთი შვილი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება]

მისი პოლიტიკური მოღვაწეობა გარდაქმნის პერიოდში დაიწყო. მაშინდელ საბჭოთა დემოკრატ ლიდერებთან (ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე იაკოვლევი, ანატოლი სობჩაკი, გავრილ პოპოვი, ალგირდას ბრაზაუსკასი) ერთად გახდა სსრკ-ში დემოკრატიული რეფორმების ინიციატორი. ამავე პერიოდში დააარსა საერთაშორისო-პოლიტიკური მოძრაობა "აზერბაიჯანში დემოკრატიული მოძრაობისა და პოლიტიკური უფლებებისათვის".

  • 1993 წელი - ჰეიდარ ალიევმა მიიწვია აზერბაიჯანში და 7 ივლისს გახდა ქვეყნის მე-5 სახელმწიფო მდივანი.
  • 1994 წელი - საკუთარი ნება-სურვილით გადადგა თანამდებობიდან.
  • 1995 წელი - დააარსა აზერბაიჯანის ლიბერალური პარტია და 3 ივლისს დამფუძნებელ კონგრესზე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად.
  • 1998 წელი - ბოიკოტი გამოუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებს.
  • 2003 წელი - 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 3,3 %.
  • 2005 წელი - დააარსა მოძრაობა "ეროვნული ერთიანობა" და 7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების რეზულტატით გახდა მილი-მეჯლისის დეპუტატი.
  • 2006 წელი - 17 თებერვალს დააარსა პოლიტიკური ბლოკი "აზადლიგი" (ბლოკში შედიან: აზერბაიჯანის ლიბერალური პარტია, სახალხო ფრონტი და სამოქალაქო განვითარების პარტია, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]