ლაკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაკები (ან ყაზიყუმუხები), დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკის მთიან ნაწილში (უმთავრესად ლაკისა და კულიკულის რაიონებში), ნაწილი — ჩრდილოეთ დაღესტნის დაბლობზე ნოვოლაქსკის რაიონი). საერთო რაოდენობა 156 545 კაცი (2002)[1]. ლაპარაკობენ ლაკურ ენაზე, უმრავლესობამ იცის რუსულიც. ძირითადად მუსლიმანი-სუნიტები არიან. მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს დგანან დაღესტნის სხვა ხალხთან. ძირითადი საქმიანობა მთაში მეცხოველეობაა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), დაბლობში — მიწათმოქმედება. განვითარებულია ხელოსნობა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]