ლაიშურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 23 კმ. კმ |
| აუზის ფართობი | 117 კმ2 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მესხეთის ქედი |
| ჩაედინება | ხანისწყალი |
ლაიშურა, მდინარე ბაღდათის რაიონში, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის კალთაზე, 2220 მ სიმაღლეზე. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 117 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,13 მ3/წმ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 111, თბ., 1983
სტატიის