ლაიონელ ჰემპტონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლაიონელ ლიო ჰემპტონი (Lionel Leo Hampton; დ. 20 აპრილი, 1908 – გ. 31 აგვისტო, 2002) — ამერიკელი ჯაზის ვიბრაფონისტი, პერკუსიონისტი, ბენდლიდერი და მსახიობი. რედ ნორვოს მსგავსად, ის ერთ-ერთი პირველი ნამდვილი ჯაზის ვიბრაფონის დამკვრელი იყო. მეტსახელად "ჰემპი" ჯაზის ისტორიაში უდიდეს სახელთა შორის მოიხსენიება, თანამშრომლობდა რა განთქმული ჯაზის მუსიკოსების მთელ პლეადასთან ბენი გუდმანითა და ბადი რიჩით დაწყებული ჩარლი პარკერითა და ქუინსი ჯოუნზით დამთავრებული.
დაიბადა სავარაუდოდ ან ბირმინგემში, ალაბამა, ან ლუიზუილში, კენტუკი, 1908 წელს. ძირითადად ბებიამ გაზარდა და კენოშაში, უისკონსინი, ცხოვრობდა, სანამ მისი ოჯახი 1916 წელს ჩიკაგოში გადავიდოდა.
სტატიის