ლაინიოელვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაინიოელვენი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
სიგრძე 266 [1] კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ლაინიოელვენი ვიკისაწყობში

ლაინიოელვენი (შვედ. Lainioälven) — მდინარე შვედეთში, ლაპლანდიის ჩრდილოეთით, კირუნის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს მთის ტბიდან, რომელიც ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. სათავიდან 200 კმ-ის მოშორებით, იგი მდინარე ტურნეელვენს ერწყმის, რომელიც თავის მხრივ ბოტნიის ყურეში ჩაედინება. ლაინიოელვენის ნაპირებთან მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია კანგოსი, ოვრე-სოპერო, ნედრე-სოპერო, ლაანავაარა და ლაინიო.

ლაინიოელვენი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სათევზაო მდინარედ მიიჩნევა. უხვადაა გავრცელებული ქარიყლაპია, ქორჭილა, Thymallus, კალმახი, სალმონი. ამ სახეობებზე თევზაობის სეზონია ივლისი-აგვისტო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-გვერდები, სადაც მოცემულია სურათები და ინფორმაცია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Lainioälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 14 July 2010.