ლაზისტანის ქედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზისტანის ქედი
KackarLiblerGolu.jpg
მთის ტბა ლაზისტანის ქედის კალთაზე
ადგილმდებარეობა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ლაზისტანი
გეოგრაფია
მთათა სისტემა პონტოს მთები
უმაღლესი წერტილი კაჩკარი
სიმაღლე 3937 

ლაზისტანის ქედი (თურქ. Kaçkar Dağları; კაჩკარის მთები) — ქედი თურქეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს პონტოს მთების უკიდურეს აღმოსავლურ დაბოლოებასა და მის უმაღლეს ნაწილს. ვრცელდება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწრივ, საქართველოს საზღვართან ახლოს. მოქცეულია ლაზისტანის ბუნებრივ მხარეში. უმაღლესი წერტილია მთა კაჩკარი – 3937 მ. დამახასიათებელია ალპური ხაისათის რელიეფი, მყინვარული მთებითა და ციცაბო კლდოვანი მწვერვალებით. არის მრავალრიცხოვანი მთის ტბები.

კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ტერიტორია უხვნალექიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 3000 მმ. მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია, ხშირი მარადმწვანე ქვეტყით. 1994 წელს ლაზისტანის ქედის ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა. განვითარებულია ტურიზმი, რომელთა შორის პოპულარულია საფეხმავლო ტურიზმი, კემპინგი, ალპინიზმი და ჰელისკი.[1] [2]

მთა კაჩკარის სახელწოდება წარმოსდგება სომხური სიტყვისაგან „kaçkar“ (სომხ. Խաչքար[3] — haçkar / კაჩკარი, რაც ნიშნავს — ქვის ჯვარს[4]).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mt. Kackar to be monitored“, ProQuest LLC, 31 October 2007, pp. 1. წაკითხვის თარიღი: 11 October 2009. (English) 
  2. Hadik, Jancsi (1 November 2005). „First Tracks“. Skiing 58 (3): გვ. 28. ISSN 0037-6264. წაკითხვის თარიღი: 11 October 2009. 
  3. Marc Dubin (1989). Trekking in Turkey. Lonely Planet, გვ. 125. ISBN 0-86442-037-4. 
  4. Robert H. Hewsen. Armenia: A Historical Atlas. — University of Chicago Press, 2001. — 341 p. — ISBN 0226332284, ISBN 9780226332284. P.212. "River between the port of Atina (now Pazar) on the coast and the great inland peak called Kajkar (Arm. Khach'k'ar) Dagh 'Cross-stone Mountain'"