ლაზარე ხატმწერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი ლაზარე ხატმწერიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ნოემბერი, ახალი სტილით — 30 ნოემბერი. იგი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას და ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, მარხულობდა და ლოცულობდა. ღვაწლის გამო ლაზარე მღვდლად აკურთხეს. იგი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842 წწ.) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855 წწ.) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე გარდაიცვალა 857 წელს, როდესაც პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858 წწ.) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. მისი ნეშტი დაკრძაულია კონსტანტინოპოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტ. IV, თბ., 2003