ლადო მრელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადო მრელაშვილი
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1926(1926-03-08)
დაბადების ადგილი იყალთო, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2006
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

ლადო ლევანის ძე მრელაშვილი (დ. 8 მარტი, 1926, იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 2006) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები“ 1948 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი — პოემა „ზარი სამგორში“ — 1955 წელს. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, მ. შ. აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი „იყალთოელი ბიჭები“ (1957), „ლექსები“ (1959), „განკვეთილი სიდავე“ (1970), „თავგადასავალი სამი ღამისა“ (1971), „გზები სავსეა მოულოდნელობებით“ (1973).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]