ლადონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადონი იცავს ვაშლებს ჰესპერიდების ბაღში
ჰერაკლე და ლადონი

ლადონა, ლადონი (ბერძ. Λάδων) — ურჩხული, რომელიც ჰესპერიდების ბაღში ოქროს ვაშლებს იცავდა. ფორკისის და კეტოს ნაშიერს ასი თავი ჰქონდა, ასივე ხახიდან თავისებური ხმა ამოდიოდა, ძილი არასოდეს ეკარებოდა. ჰერაკლემ ბაღში ტიტანი ატლანტი გაგზავნა, თვითონ კი მის მაგიერ მხრებზე ცის თაღი შეიდაგა. ატლანტმა ლადონი ჩააძინა თუ მოკლა კიდეც და ვაშლები მოუტანა ჰერაკლეს. სხვა ვერსიით, ლადონი თვითონ ჰერაკლემ მოკლა (მეთერთმეტე გმირობა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]