ლადინები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლადინები (გერმ. Ladiner; იტალ. ladini) — რეტორომანელთა ჯგუფში შემავალი ხალხი. ცხოვრობენ აღმოსავლეთ შვეიცარიის და იტალიის ტიროლში. საერთო რაოდენობა დაახლოებით 30-35 ათ. ადამიანი. ლაპარაკობენ რეტორომანული ენის დიალექტზე, შვეიცარიაში იყენებენ გერმანულ ენასაც, იტალიაში იტალიურსა და გერმანულს. მორწმუნე ლადინები პროტესტანტები და კათოლიკეები არიან.
წარმოშობით ძველ რეტებს განეკუთვნებინ, რომლებმაც ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში რომანიზაცია განიცადეს. განვითარებულია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ლადინები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 100, თბ., 1983 წელი.
- Народы зарубежной Европы, т. 2, М., 1965.