ლაგუნა-ბლანკას ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლაგუნა-ბლანკას ეროვნული პარკი
Parque Nacional Laguna Blanca |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
|
|
|
| მდებარეობა | ნეუკენის პროვინცია, არგენტინა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 112.5 კმ² |
| დაარსდა | 1940 |
| მმართველი ორგანო | არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია |
ლაგუნა-ბლანკას ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Laguna Blanca) — ეროვნული პარკი არგენტინაში, ნეუკენის პროვინციაში, ქალაქ საპალას შემოგარენში. პარკი მოიცავს ლაგუნას და შექმნილია 1940 წელს აქ გავრცელებული შავკისრიანი გედების დაცვის მიზნით. გადაჭიმულია 112.5 კმ²-ზე.
პარკში წყლის ფრინველთა იშვიათი სახეობებია წარმოდგენილი. მის სიახლოვეს მდებარეობს სალამანკის გამოქვაბული, ადამიანთა დასახლების უძველესი კერა, სადაც შესაძლებელია პატაგონიის რეგიონისთვის დამახასიათებელი კლდის მხატვრობის ნიმუშების ხილვა. ასევე აღმოჩენილია მაპუჩეს ხალხისა და სხვა პრეისტორიული არტეფაქტები.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
(ესპანური) არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია
- (ესპანური) ნეუკენის პროვინციის დეტალური რუკა
- (ინგლისური) Fiche du parc sur le site UNEP-WCMC