ჟან დე ლა ბრუიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაბრუიერი, ჟან დე)
ჟან დე ლა ბრუიერი
ფრანგ. Jean de La Bruyère
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1645(1645-08-16)[1] [2]
დაბადების ადგილი პარიზი[3]
გარდაცვალების თარიღი 10 მაისი, 1696(1696-05-10)[4] (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვერსალი
საქმიანობა ესეისტი, მთარგმნელი, ფრანგი მორალისტი, აფორიზმების ავტორი, ადვოკატი და მწერალი[5]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი ორლეანის ძველი უნივერსიტეტი და ორლეანის უნივერსიტეტი
Magnum opus Les Caractères
მეუღლე

ჟან დე ლა ბრუიერი (ფრანგ. Jean de La Bruyère) (დ. 16 აგვისტო, 1645 — გ. 11 მაისი, 1696) — ფრანგი ესეისტი და მორალისტი.

ჟან დე ლა ბრუიერის დაბადების წელი მტკიცედ დადგენილი არ არის. ამბობენ, რომ იგი დაიბადა დენ-ე-უაზის დეპარტამენტის ქალაქ დურდანის მახლობლად მდებარე სოფელში 1639 წელს. სხვები მის დაბადების თარიღად 1644 წელს მიიჩნევენ, ხოლო დაბადების ადგილად პარიზის უბანს, სიტეს.

ჟან დე ლა ბრუიერმა დაახლოებით 1665 წელს ორლეანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1684 წელს მწერლის, საეკლესიო მოღვაწის და ორატორის, ბუსუეს რეკომენდაციით იგი დიდი მთავრის კონდეს შვილიშვილის, 16 წლის დიუკ დე ბურბონის აღმზდელად დანიშნეს. ორი წლის განმავლობაში ლა ბრუიერი უფლისწულს ასწავლიდა ისტორიას. გეოგრაფიას და საფრანგეთის მმართველობის სისტემას. როდესაც დიუკ ბურბონს მასწავლებელი აღარ დასჭირდა, დიდმა კონდემ ლა ბრუიერს კარისკაცობა უბოძა, ათასი ეკიუ პენსია დაუნიშნა და ბიბლიოთეკარის მოვალეობა დააკისრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]