ლაბირინთის ობობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბირინთის ობობა
Agelena labyrinthica.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: ობობასნაირნი
რიგი: ობობები
ლათინური სახელი
Agelena labyrinthica

ლაბირინთის ობობა (ლათ. Agelena labyrinthica) — ფეხსახსრიან ცხოველთა სახეობა ძაბრიანი ობობების ოჯახიდან. პატარა ზომისაა, სხეულის სიგრძეა 18 მმ. ლაბირინთის ობობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. მუცელი მოშავო აქვთ, თეთრ ნიშნებს შორის ცენტრში გასდევს მკრთალი ხაზი. ლაბირინთის ობობა აბლაბუდას გამოიმუშავებს ფოთლებსა და ბოძებს შორის ზურგიდან უკან დახევით. ამას მოჰყვება გვირაბების ლაბირინთი (აქედან წარმოსდგება სახელწოდებაც). ლაბირინთის ობობა რეგისტრირებულია საქართველოშიც, კერძოდ, კი მანგლისში, სადაც იგი იპოვა ქართველმა არაქნოლოგმა თამარ მხეიძემ 1961 წელს.[1]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]