ლაბეონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მარკუს ანტისციუს ლაბეონი (ლათ. Marcus Antistius Labeo; დ. დაახლ. ძვ. წ. 50 — გ. ახ. წ. 18) — რომაელი იურისტი. დააარსა რომის იურისტთა სკოლა, რომელსაც ლაბეონის მოწაფის პროკულუსის სახელის მიხედვით პროკულუსიანელთა სკოლა ეწოდა. იუსტინიანეს კოდიფიკაციაში შესულია ნაწყვეტები ლაბეონის მოწაფეთა თხზულებებიდან, რომლებშიც ლაბეონის მოსაზრებებია გადმოცემული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მე–6 ტომი, კოქტო–მინკუსი, გვ. 95, 1987წ.
სტატიის