კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუ ნინძები (მრავალმნიშვნელოვანი).
„კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო“
რეჟისორი მაიკლ პრესმანი
პროდიუსერი ტომას კ. გრეი
კიმ დოუსონი
დევიდ ჩანი
სცენარის ავტორი ტოდ ლენგენი
ეფუძნება კუ ნინძები
კევინ ისტმენი
პიტერ ლერდი
როლებში პეიჯ ტარკო
დევიდ უორნერი
ერნი რაის უმცროსი
ფრანსუა ჩო
კევინ ნეში
Vanilla Ice
კომპოზიტორი ჯონ დუ პრე
ოპერატორი შელი ჯონსონი
მონტაჟი სტივ მირკოვიჩი
ჯონ რაიტი
სტუდია Golden Harvest
Mirage Enterprises
Northshore Investments
დისტრიბუტორი New Line Cinema (აშშ)
გამოსვლის თარიღი
  • 22 მარტი, 1991 (1991-03-22) (აშშ/კანადა)
ხანგრძლივობა 90 წთ
ქვეყანა ახალი ზელანდია
ჩინეთი
იაპონია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 25 მილიონი აშშ დოლარი [1]
შემოსავალი 78,656,813 აშშ დოლარი
შემდეგი კუ ნინძები III

კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო (ინგლ. Teenage Mutant Ninja Turtles II: The Secret of the Ooze) — 1991 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც ეფუძნება კუ ნინძების პერსონაჟების ისტორიებს. მას ასევე მოჰყვა ორი ფილმი - კუ ნინძები III (1993) და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური კუ ნინძები.

ფილმის სიუჟეტით სამი კუ ნინძა, ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი, აგრეთვე მათი სენსეი სპლინტერი, კვლავ ებრძვიან შრედერს. ამჯერად იგი ბრუნდება, რათა კვლავ მართოს ტერფის კლანი და შური იძიოს კუ ნინძებზე. როდესაც აღმოაჩენს მათი მუტაციის საიდუმლოს, იგი უფრო საშიში ხდება. ფილმში ჩნდება ორი ახალი პერსონაჟი - ტოკა და რაზარი.

განსხვავებით პირველი ფილმისგან, მეორეში კუ ნინძები იარაღს იშვიათად იყენებენ და საბრძოლო ხელოვნების სხვა მეთოდებით იცავენ თავს - ამით ადგილი ჰქონდა წინა ფილმთან შედარებით ძალადობის სცენების შემცირების მცდელობას. ფილმი გამოვიდა 1991 წლის 22 მარტს და არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. იგი იყო ნაკლებად ბნელი, ვიდრე 1990 წლის წინამორბედი ნაწილი. ფილმს წარმატება ხვდა წილად, აშშ-ში იგი 1991 წლის რიგით მე-13 ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.[2]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Teenage Mutant Ninja Turtles II (1991). Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 19 September 2006.
  2. 1991 Domestic Grosses. Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 19 September 2006.