კუშინგის სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუშინგის სინდრომი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გლუკოკორტიკოიდების კონკრეტულად კი კორტიზოლის ჭარბი პროდუქციის შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა. სიტყვა „სინდრომი“ აქ იმიტომ იხმარება, რომ კუშინგის სიმპტომოკომპლექსს იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში სხვადასხვა პროცესი, მაგრამ პირველადი მოშლა სხვადასხვა ექსტრასუპრარენული ლოკალიზაციის შეიძლება იყოს.