კუტუზოვის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუტუზოვის ორდენი (რუს. Орден Кутузова), სამხედრო ორდენი. დააწესა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1942 წლის 29 ივლისს. კუტუზოვის ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიის მეთაურებს (მაგ. სარდლებს, შტაბის უფროსებს, დივიზიის, პოლკის, ბატალიონის მეთაურებს) ფრონტის, არმიისა თუ ცალკეული შენაერთის ოპერაციის გეგმის კარგად შემუშავებისა და განხორციელებისათვის. კუტუზოვის ორდენი 3 ხარისხისაა (III ხარისხისა დაწესდა 1943 წლის 8 თებერვალს). I ხარისხის ორდენი ოქროსია, II და III ხარისხისა — ვერცხლის. იბნევენ მკერდის მარჯვენა მხარეს.

I ხარისხი II ხარისხი IIII ხარისხი
Orde van Kutuzov.jpg Order kutuzov2.jpg Order kutuzov3.jpg
მუარის ლენტა
Order kutuzov1 rib.png
Order kutuzov2 rib.png
Order kutuzov3 rib.png

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 90, თბ., 1983