კუტი ბალახი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუტი ბალახი
Teucrium scorodonia
Teucrium scorodonia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: კუტი ბალახი
ლათინური სახელი
Teucrium
დაცვის სტატუსი

კუტი ბალახი, ჭარელა (Teucrium), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობას. მრავალწლოვანი ბალახი ან ბუჩქბალახია. უმეტესობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. კავკასიაში 11 სახეობა იზრდება, საქართველოში — 5. Teucrium polium, Teucrium orientale და Teucrium nuchense საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებული სახეობებია. იზრდებიან მთის ქვედა და შუა სარტყლის მშრალ ქვიან ფერდობებზე, ნაზვავებზე, კლდოვან ადგილებსა და ბუჩქნარებში. ესენი მთის ქსეროფიტული მცენარეულობის (ე. წ. ტომილარიების) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. Teucrium polium იხმარება საკმაზად, Teucrium orientale დეკორატიულია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 89, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე