კუსკოკუიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუსკოკუიმი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიგრძე 1300 კმ
აუზის ფართობი 130 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კუსკოკუიმი ვიკისაწყობში

კუსკოკუიმი (ინგლ. Kuskokwim) — მდინარე ალასკის დასავლეთ ნაწილში (აშშ). სიდიდით მეორე მდინარე იუკონის შემდეგ. სიგრძე დაახლოებით 1300 კილომეტრი, აუზის ფართობი 130 ათასი კმ². წარმოიქმნება მდინარეების ჩრდილოეთ კუსკოკუიმისა და სამხრეთ კუსკოკუიმის შეერთებით. მიედინება ტუნდრაში, განიერ ჭალიან ხეობაში, რომელიც ზაფხულის წყალდიდობის დროს იტბორება. კუსკოკუიმი კვეთს კუსკოკუიმის მთებს და ქმნის ჭორომებს. უერთდება ბერინგის ზღვას. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი კრუკედ-კრიკთან ერთად 1280მ³/წმ. წლის ნახევარ დროს ყინულით არის დაფარული. სანაოსნოა შესართავიდან 800 კილომეტრზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]