კუსკატლანის დეპარტამენტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| ადმინ. ცენტრი | კოხუტეპეკესი |
| შექმნის თარიღი | 1835 |
| მოსახლეობა (2006) | 377 141 კაცი |
| სიმჭიდროვე | 286,3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 756,19 კმ² |
![]() |
|
| კოდი ISO 3166-2 | SV-CU |
| Cuscatlán Department | |
კუსკატლანი (ესპ. Cuscatlán) — სალვადორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. შედგება 16 მუნიციპალიტეტისგან.
დეპარტამენტის ფართობი 756,19 კმ²-ია და ამ მხრივ უმცირესია სალვადორში, მოსახლეობა — 377 141 ადამიანს შეადგენს (2006 წ).
კუსკატლანი ადგილობრივ მოსახლეთა სახელი იყო, რომელიც სალვადორის დასავლეთ ნაწილში სახლობდა. მათ ენაზე ეს სახელი „ძვირფასი ქვების მიწას“ ნიშნავს. დეპარტამენტი 1835 წლის 22 მაისს შეიქმნა.
დეპარტამენტის პირველი დედაქალაქი იყო სუჩიტოტო, მაგრამ 1861 წლის 12 ნოემბერს, ეს სტატუსი კოხუტეპეკესს გადაეცა.
კუსკატლანი აწარმოებს ხილს, თამბაქოს, შაქრის ლერწამს, ყავას და ა. შ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||
