კუსებურასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუსებურასებრნი
Palomena prasina
Palomena prasina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ნახევრადხეშეშფრთიანები
ოჯახი: კუსებურასებრნი
ლათინური სახელი
Pentatomidae
დაცვის სტატუსი

კუსებურასებრნი (Pentatomidae), მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. აქვს მრავალგვარი ფორმის 3-41 მმ სიგრძის სხეული, 5-, იშვიათად 6-ნაწევრიანი ულვაში, რომელიც თავის ქვედა მხარეზეა მიმაგრებული. პალეარტიკის ოლქში ცნობილია კუსებურასებრთა 172 გვარის 707 სახეობა. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა: მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps), ავსტრალიური კუსებურა (Eurygaster austriaca) და მავრული კუსებურა (Eurygaster maurus). კუსებურასებრთა შორის ბევრი სოფლის მეურნეობის მავნებელია. მავნე კუსებურა აზიანებს მარცვლოვანებს, Nezala viridula — ბამბის ბუჩქს, Eurydema-ს გვარის სახეობები — ბოსტნის ჯვაროსან მცენარეებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 87, თბ., 1983