კურუჩეტის სახლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურუჩეტის სახლი

კურუჩეტის სახლი - ფრანგი არქიტექტორის, ლე კორბუიზეს მიერ ამერიკის კონტინენტზე აშენებული სულ ორი შენობიდან ერთ-ერთი. მდებარეობს არგენტინის ქალაქ ლა-პლატაში. მშენებლობა დაიგეგმა 1948 წელს, ქირურგ პედრო დომინგო კურუჩეტის დავალებით. პირველ სართულზე გახსნილი იყო სამედიცინო კლინიკა. სახლი შედგება ოთხი სართულისა და შიდა ეზოსაგან. ძირითადი ფასადი ერთიანდება brise soleil (ფრანგ. „მზის დარტყმა") სტილში.

მშენებლობა მიმდინარეობდა 1949-1953 წლებში. სახლი ნათელი მაგალითია ლე კორბუზიეს „არქიტექტურის ხუთი წერტილისა" და სპირალური და დახვეული კიბეებისა.

სახლი შეკეთდა 1986-1988 წლებში და არგენტინის ეროვნული ღირსშესანიშნაობების კომისიის მიერ გაფორმდა როგორც ეროვნული ღირსშესანიშნაობა. ამჟამად მასში განთავსებულია პროფესიონალ-არქიტექორტა ასოციაცია, არქიტექტურის კოკლეჯი და რაც მთავარია, ღიაა დამთვალიერებელთათვის.

მისამართი[რედაქტირება]

Casa Curutchet
ბულვარი 53 Nº 320
1900 ლა-პლატა
არგენტინა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]