კურდღლის ბალახი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურდღლის ბალახი
Anthyllis vulneraria
Anthyllis vulneraria
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: კურდღლის ბალახი
ლათინური სახელი
Anthyllis
დაცვის სტატუსი

კურდღლის ბალახი (Anthyllis), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და იშვიათად ბუჩქებია, აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში იზრდება 3 სახეობა. მათგან Anthyllis polyphylla გვხვდება მხოლოდ აფხაზეთში მთის შუა სარტყლამდე მდელოებსა და ბუჩქნარებში. დანარჩენი 2 სახეობა (Anthyllis vatiegata და Anthyllis lachnophora) მთელ საქართველოშია გავრცელებული სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ჩამონაზვავებზე, აგრეთვე მთის შუა და ზედა სარტყელში. კურდღლის ბალახის ყველა სახეობა კარგი საკვები მცენარეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალმთის საძოვრებისა და სათიბებისათვის. ბევრი სახეობა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 80, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე