კუნგურის მღვიმე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნგურის მღვიმე

კუნგურის მღვიმე (რუს. Кунгурская пещера) — კარსტული მღვიმე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ურალში. წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივ ძეგლს. მდებარეობს პერმის მხარეში, მდინარე სილვის მარჯვენა მხარეს, ქალაქ კუნგურის სიახლოვეს. ქალაქ პერმიდან დაშორებულია დაახლოებით 100 კილომეტრით. კუნგურის მღვიმე რუსეთის ევროპული ნაწილის ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. გამომუშავებულია პერმული სისტემის თაბაშირიან და ანჰიდრიტიან ფენებში.[1] მღვიმის სიგრძეა 5700 მ, რომელთაგან 1,5 კმ კეთილმოწყობილია და გამოიყენება ტურიზმისთვის. გამოქვაბულის ცენტრში ჰაერის საშუალო ტემპერატურა აღწევს +5°C-ს. იმავე ადგილში შეფარდებითი სინოტივე უდრის — 100%.

კუნგურის მღვიმე

კუნგურის მღვიმე შეიცავს დაახლოებით 50-მდე გროტს, 70 ტბას და 146 ეგრეთწოდებულ „ორგანულ მილს“. შესასვლელთან ბევრია ყინულის კრისტალი, სტალაქტიტი და სტალაგმიტი.

პირველი წერილობითი წყაროები მღვიმის შესახებ გვხვდება XVIII საუკუნეში. პირველად გეგმა შეადგინა სიმონ რემეზოვმა 1703 წელს. მოგვიანებით მღვიმე მოინახულა ვასილი ტატიშჩევმა. 1948 წელს მღვიმესთან შეიქმნა სამეცნიერო სტაციონარი. კუნგურის მღვიმეში ექსკურსიები ტარდება შორეული 1914 წლიდან. ტურიზმის განვითარების გამო 1969 წელს გაიხსნა კუნგურის სამოგზაურო და საექსკურსიო ბიურო. 1980 წელს მღვიმე მოინახულა 202 481, ხოლო 1994 წელს 51 400 ადამიანმა. მიდამოებში გაშენებულია ტურისტული კომპლექსი „სტალაგმიტი“ — სასტუმროებით, რესტორნებითა და ავტოსადგურებით. გროტებში ჰაერის ტემპერატურა ნულს უტოლდება.

განსაკუთრებული ესთეტიკურობით გამოირჩევა მღვიმეში არსებული ტბები, რომელთა წყლები დაკავშირებულია მდინარე სილვასთან. უდიდესი ტბის მოცულობა 1300 მ³-ია, ფართობი 1460 მ², ხოლო სიღრმე 5 მ.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]