კუნაშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნაშირი
მშობ. სახელი: Кунашир

კუნძული კუნაშირი
გეოგრაფია
მდებარეობა ოხოტის ზღვა, კურილის კუნძულები
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 1550 კმ²
სიგრძე 123 კმ
სიგანე 4-30 კმ

კუნაშირი (რუს. Кунашир) — კუნძული კურილის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რუსეთში, სახალინის ოლქში. კუნაშირის, ეკატერინეს, ღალატისა და სამხრეთ კურილის სრუტეებს შორის. ფართობი დაახლოებით 1550 კმ², სიგრძე 123 კილომეტრი, სიგანე 4-30 კილომეტრი. სიმაღლე 1819 მეტრამდე. კუნძულზეა მოქმედი ვულკანები (ტიატია, რურუი). აგებულია ვულკანური და კრისტალური ქანებით. ბევრია ცხელი წყარო, ჰავა მუსონურია,. შემოსილია ნაძვის, სოჭისა და ფართოფოთლოვანი ტყით. კუნძულზე განვითარებულია თევზჭერა. კუნძულზეა ნავსადგური იუჟნო-კურილსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]