რონალდ კუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუმანი, რონალდ)
რონალდ კუმანი
კუმანი 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რონალდ კუმანი
დაბადების
თარიღი
21 მარტი, 1963 (1963-03-21) (61 წლის)
დაბადების
ადგილი
ზანდამი, ნიდერლანდები
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი / ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1980–1983 გრონინგენი 90 (33)
1983–1986 აიაქსი 94 (23)
1986–1989 პსვ 98 (51)
1989–1995 ბარსელონა 192 (67)
1995–1997 ფეიენორდი 61 (19)
სულ 535 (193)
ეროვნული ნაკრები
1982–1994 ნიდერლანდები 78 (14)
სამწვრთნელო კარიერა
1997–1998 ნიდერლანდები (თანაშემწე)
1998–2000 ბარსელონა (თანაშემწე)
2000–2001 ვიტესი
2001–2005 აიაქსი
2005–2006 ბენფიკა
2006–2007 პსვ
2007–2008 ვალენსია
2009 ალკმარი
2011–2014 ფეიენორდი
2014–2016 საუთჰემპტონი
2016–2017 ევერტონი
2018–2020 ნიდერლანდები
2020–2021 ბარსელონა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რონალდ კუმანი (ნიდერლ. Ronald Koeman ; დ. 21 მარტი, 1963, ზაანდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი. შეტევაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის, გამოირჩეოდა ზუსტი დარტყმებით შორიდან, განსაკუთრებით საჯარიმო დარტყმებით.

მიუხედავად იმისა, რომ კუმანი ცენტრალური მცველი იყო, ჰოლანდიელმა სახელი გაითქვა თავისი ბომბარდირული თვისებებითაც. მას მცველებს შორის ყველაზე მეტი - 207 გოლი აქვს გატანილი. კუმანი ცნობილი იყო თავისი საჯარიმო დარტყმებით, საიდანაც ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მის მიერ დამატებით დროში გატანილმა საჯარიმომ „ბარსელონას“ პირველად მოაგებინა ეს ტიტული. ამ გოლით იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც უეფა-ს ზედიზედ ორი სხვადასხვა ტურნირის ფინალში აქვს გატანილი.

ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში კუმანმა 1990 და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატები ჩაატარა. სულ კი 78 მატჩში ეროვნული გუნდის სასარგებლოდ 14 გოლი გაიტანა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმანმა პროფესიონალური კარიერა 1980 წელს „გრონინგენში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა ამსტერდამის „აიაქსში“, ეინდჰოვენის „პსვ“-ში, „ბარსელონასა“ და ბოლოს როტერდამის „ფეიენორდში“. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კუმანმა მოიგო: 2 ჩემპიონთა თასი, 5 ჰოლანდიის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და ასევე ევროპის ჩემპიონატი, 1988 წელს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა გუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში, ფრანკ რეიკაარდსა და იოჰან ნესკენსის გვერდით, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იგი „ბარსელონაში"“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დანიშნეს. 2000 წელს კი პირველად დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა და არნემის „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მცირე ბიუჯეტის მქონე გუნდი კუმანმა უეფა-ს თასზე გაიყვანა.

აიაქსი ამსტერდამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს კუმანი „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. პირველივე სეზონში მისმა გუნდმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. მომდევნო წარმატებას „აიაქსმა“ 2003-04 წლების სეზონში მიაღწია, მაგრამ უეფა-ს თასზე „ოსერთან“ დამარცხების შემდეგ კუმანი გუნდიდან წავიდა.[1]

ბენფიკა ლისაბონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს მან უკვე ლისაბონის „ბენფიკა“ ჩაიბარა. იმ სეზონში კუმანის გუნდმა პორტუგალიის სუპერთასი და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო, ხოლო მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მომავალ გამარჯვებულ „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

პსვ ეინდჰოვენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი, 2006-07 წლების სეზონი ეინდჰოვენის „პსვ“-ში გაატარა, მან გუს ჰიდინკი ჩაანაცვლა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მეორე ადგილოსან „აიაქსს“ მხოლოდ 1 გოლით გადაუსწრო და მოიპოვა ნიდერლანდის ჩემპიონის ტიტული. სეზონის დასრულების შემდეგ კუმანმა კლუბი დატოვა.

ვალენსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 31 ოქტომბერს პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე „ვალენსიასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი, გუნდი 5 ნოემბერს ჩაიბარა.[2] მისი მეთაურობით კლუბმა შეძლო ესპანეთის თასის მოპოვება, რომელიც „ვალენსიას“ 1999 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.[3] ეს ტიტული კუმანს ფეხბურთელობის პერიოდშიც ჰქონდა მოგებული, „ბარსელონის“ შემადგენლობაში. ლიგის გათამაშებაში კლუბი მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა მხოლოდ 2 ქულა აშორებდა დასაქვეითებელ ზონას, ამავდროულად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა. ბილბაოს „ატლეტიკთან“ წაგებული მატჩის შემდეგ (5-1), 2008 წლის 21 აპრილს კუმანი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.[3]

ალკმარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 18 მაისს ჩაიბარა „ალკმარი“, რომელმაც წინა სეზონში ლუი ვან გალის მეთაურობით ნიდერლანდის ჩემპიონობა მოიპოვა. ამავე წლის 5 დეკემბერს, ლიგის 16 მატჩიდან 7-ის წაგების შემდეგ კუმანმა მორიგი კლუბი დატოვა.[4]

ფეიენორდი როტერდამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 წლიანი შესვენების შემდეგ მორიგი ნიდერლანდური კლუბი, როტერდამის ფეიენორდი ჩაიბარა, კუმანმა კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[5] „ფეიენორდის“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ იგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ნიდერლანდების ე.წ. „ტრადიციული დიდი სამეულის“ („აიაქსი“, „PSV“, „ფეიენორდი“) რიგებში გაატარა როგორც საფეხბურთო ისე სამწვრთნელო კარიერის წლები.[6] 2012 წლის დასაწყისში კონტრაქტი გააგრძელა და კლუბში კიდევ 2 წელი დარჩა. 2014 წლის თებერვალში კლუბი დატოვა.[7]

საუთჰემპტონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ივნისში 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „საუთჰემპტონთან“, მან მაურისიო პოჩეტინოს ადგილი დაიკავა.[8]~

მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ ექვს თამაშში გუნდმა 4 მოგების, 1 ფრის და 1 წაგების შემდეგ 13 ქულა დააგროვა და ლიგის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.[9][10]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Koeman quits Ajax“. The Guardian. 25 თებერვალი, 2005. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Koeman agrees to join Valencia“. The Guardian. 31 ოქტომბერი, 2007. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Lowe, Sid (21 აპრილი, 2008). „King's Cup half empty for Koeman“. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Dutch champions AZ Alkmaar sack coach Koeman“. ESPN Soccernet. 5 დეკემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Feyenoord appoint Ronald Koeman as new head coach. The Guardian (21 ივლისი, 2011). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2011.
  6. „Unieke werkreeks Koeman bij traditionele top-drie“ [Unique working stint for Koeman at traditional top-three]. Voetbal International. 20 ივლისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Coach Ronald Koeman to leave Dutch giants Feyenoord“. BBC. 1 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. Ronald Koeman: Southampton name Dutchman as new manager (16 ივნისი, 2014). ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2014.
  9. Southampton stays 2nd in EPL with win over QPR. USA Today (27 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2014.
  10. Ronald Koeman's Southampton rebuilding job impresses QPR manager Harry Redknapp. The Telegraph (28 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2014.
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 Ronald Koeman – the player. Southampton (16 ივნისი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2014.
  12. 1988 UEFA European Championship. UEFA. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2014.
  13. Southampton's Ronald Koeman is named manager of the month. BBC Sport (17 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2014.