კულექსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კულექსი
Culex quinquefasciatus
Culex quinquefasciatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ორფრთიანები
ოჯახი: კოღოები
გვარი: კულექსი
ლათინური სახელი
Culex
დაცვის სტატუსი

კულექსი (Culex), კოღოების გვარი Culicidae-თა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა, მათგან ყოფილ სსრკ-ში 20 სახეობა გვხვდება, უმთავრესად შორეულ აღმოსავლეთში, შუა აზიასა და კავკასიაში. სისხლისმწოვი მწერებია, ზოგი დაავადებათა (ფილარიოზი, იაპონური ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი და სხვა) გადამტანია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფრინველების სისხლმწოვი Culex pipiens. ადამიანს თავს ესხმის უმთავრესად სამხრეთში. უფრო ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში, შედის სახლებშიც. კვერცხებს დებს არხებში, კასრებში, ორმოებში. ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. იზამთრებს სარდაფებში. კულექსის გვარში შედის ფრინველთა სისხლის პლაზმოდიუმის გადამტანი სახეობებიც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 64, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე