კუკარაჩა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კუკარაჩა}} |
კუკარაჩა — მწერალ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა.
[რედაქტირება] სიუჟეტი
თბილისის ერთ-ერთი უბნის მილიციის რწმუნებული, „მოზარდების რისხვა“, მეტსახელად "კუკარაჩა", უბნის ბიჭების თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს. იგი ადგილობრივი მოსახლეების უსაფრთხოებასა და ზნეობაზეც ზრუნავს.
კუკარაჩა შავი სამყაროს ავტორიტეტის, რეციდივისტ მურტალოს საყვარელს, ინგას ურჩევს, ბანდიტს ჩამოშორდეს. ინგას ბინაში კუკარაჩა მურტალოს დააკავებს, მაგრამ ქალის თხოვნით გაათავისუფლებს. შემდგომში, ინგას და კუკარაჩას რომანით გაცოფებული მურტალო კუკარაჩას კლავს. სასამართლო პროცესზე ინგა ყოფილ საყვარელს შვიდ ტყვიას დაახლის, მაგრამ შვიდივეს ააცილებს.
[რედაქტირება] დადგმები და ეკრანიზაციები
- კუკარაჩა, 1983, სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი.
- კუკარაჩა, ტელესპექტაკლი. კუკარაჩას როლში - გოგი ქავთარაძე