კუიტსეო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუიტსეო

კუიტსეოტბა მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მიჩოაკანის შტატში. ტბის ფართობია 300-400 კმ². იგი საკმაოდ არამდგრადია და წყლის დონე ხშირად იცვლება. კუიტსეო ფართობის მიხედვით მექსიკაში მეორე მტკნარი ტბაა.[1]

კუიტსეო ჩაკეტილ აუზში მდებარეობს, რომლის ფართობიც 4026 კვადრატული კილომეტრია. სწორედ ამ აუზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მიჩოაკანის დედაქალაქი მორელია.

ტბას ჩრდილოეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით ცვალებადი, არამდგრადი ჭაობიანი სანაპირო ზოლი აქვს, საიდანაც აქ მდინარეები შემოედინება. კუიტსეოდან ბუნებრივად არც ერთი მდინარე არ გაედინება, მაგრამ ჩრდილოეთ სანაპიროდან გაჭრეს ხელოვნური არხი, რომლიდანაც ტბაში წყლის მაღალი დონის დროს ის მდინარე ლერმაში გაედინება.

ტბის წყლით მომმარაგებელი ძირითადი მდინარეები არიან: ვიეხო-დე-მორელია, გრანდე-დე-მორელია და კერენდარო.

კუიტსეოს მაქსიმალური სიღრმეა 20 მეტრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Galindo de Obario, Marcela. "Water Quality and its Spatial Variability in Lake Cuitzeo, Mexico" 2005. International Institute for Geo-Information Science and Earth Observation, Enschede, Netherlands. [1]