კუზიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კუზიანები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Mordellidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
კუზიანები (Mordellidae), მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. მათი სხეული სიგრძე 2-10 მმ აღწევს. აქვთ ამობურცული ზურგი, ქვემოთ დახრილი წინაზურგი და თავი. ოჯახში 1100-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 120-ზე მეტი სახეობაა, განსაკუთრებით ბევრია ველის ზონაში. ბუდობენ ბალახოვანი მცენარეების ყვავილებზე, მატლები — დამპალ მერქანში ან ბალახის ღეროში. ზოგჯერ (მაგ., რძიანაზე) წარმოქმნიან გალებს ზოგი აზიანებს კულტურულ მცენარეებს, მაგ., მსეზუმზირას ქაცვფეხა (Mordellistena parvula) აკეთებს სავალებს მზესუმზირას ღეროებში, რიტაც აზიანებს მცენარეს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 56, თბ., 1983
სტატიის