სტენლი კუბრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუბრიკი, სტენლი)
სტენლი კუბრიკი

სტენლი კუბრიკი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1928
მანჰეტენი, ნიუ იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 1999
ჰერპენდენი, ინგლისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1951-1999
მეუღლე(ები) კრისტიანა ჰარლანი 1958-1999
ოსკარი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

1968 — 2001: კოსმოსური ოდისეა
BAFTA

საუკეთესო სცენარი
1972 — მექანიკური ფორთოხალი
საუკეთესო რეჟისორი

1975 — ბარი ლინდონი
საიტი ოფიციალური საიტი

სტენლი კუბრიკი (ინგლ. Stanley Kubrick; დ. 26 ივლისი, 1928, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 7 მარტი, 1999, ჰერპენდენი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაომ ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.

კუბრიკი სრულწლოვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რმომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმოცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზული წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია პიტერ სელერსი, რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.

კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმზ ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმის იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1951 დფ ბრძოლის დღე Day of the Fight რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი
1951 დფ მფრინავი პადრე Flying Padre რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი
1953 დფ მეზღვაურები The Seafarers რეჟისორი, ოპერატორი
1953 შიში და გატაცება Fear and Desire რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი
1955 მკვლელის კოცნა Killer’s Kiss რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ოპერატორი
1956 მკვლელობა The Killing რეჟისორი, სცენარისტი
1957 დიდების ბილიკები Paths of Glory რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1960 სპარტაკი Spartacus რეჟისორი
1962 ლოლიტა Lolita რეჟისორი, სცენარისტი
1964 დოქტორი სტრეინჯლავი Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1968 2001: კოსმოსური ოდისეა 2001: A Space Odyssey რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1971 მექანიკური ფორთოხალი A Clockwork Orange რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1975 ბარი ლინდონი Barry Lyndon რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1980 ნათება The Shining რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1987 სრულმეტალიკური გარსი Full Metal Jacket რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1999 ფართოდ დახუჭული თვალებით Eyes Wide Shut რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]