კროტალარია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კროტალარია | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Crotalaria | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კროტალარია (Crotalaria), მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. 550-ზე მეტი სახეობა. ძირითადად გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ერთწლოვანი ჭილის კროტალარია (Crotalaria juncea), რომელიც ცნობილია — ინდური კენაფის სახელწოდებით, უძველესი სართავი კულტურაა. მეტწილად მოჰყავთ ინდოეთში, შრი-ლანკის კუნძულზე (ცეილონი), ბირმაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, აგრეთვე აფრიკაში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ამიერკავკასიაში, მოლდოვასა და შუა აზიაში. მისი ღეროს ბოჭკოსაგან ამზადებენ თოკებს, ბაგირებს, სათევზაო ბადეებს, აშშ-ში — სპეციალური ხარისხის ქაღალდსაც.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 42-43, თბ., 1983
სტატიის