კრიხულა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | ? |
კრიხულა — მდინარე ამბროლაურის რაიონში. სიგრძე 15,2 კმ. აუზის ფართობი 134,6 კმ2, სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1480 მ-ზე და ერთვის მდინარე რიონს ამბროლაურთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე ახასიათებს წყალამოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3 მ3/წმ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 39, თბ., 1983